ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნები საგარეჯოში: სოფელ დუზაგრამაში რამდენიმე დარღვევა მოხდა

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მე-11 ოლქის 38-ე უბანზე დაირღვა კონფიდენციალობის წესი: მოქალაქემ კაბინის გარეთ დააფიქსირა პოზიცია.

მეორე საჩივარიც ამავე უბანზე დაიწერა, სადაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ კომისიის წევრი ერთ- ერთ მოქალაქეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ მიუთითებდა.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.

იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

იტვირთბა....