ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნები ქუთაისში: საარჩევნო უბნებზე “პრეს მედიის” წარმომადგენლები გაყალბებული საარჩევნო აკრედიტაციებით მივიდნენ

ცესკო-ს ინფორმაციით, ქუთაისის რამდენიმე უბანზე საარჩევნო აკრედიტაციების გაყალბების ფაქტი შეინიშნა.

“საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის” განცხადებით, ორგანიზაცია “პრეს მედიის” წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე გაყალბებული საარჩევნო აკრედიტაციებით მივიდნენ.

“ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესს მედიის“ ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის გაყალბებული. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადეს ცესკო-ში.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....