ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელია: ხელისუფლებამ გააათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე

“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამომრჩევლებს მიმართავს. “ენმ”-ს შემაჯამებელ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ.

“ხვალ საქართველოსთვის მნიშნველოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ გააათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხეელებზე, ძვირფასო პედაგოგებო, ბაღის თანამშრომლებო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, რომ საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ, საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....