“ეს იყო სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ხანდახან თანამდებობის პირებს გვიწევს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და მზად უნდა ვიყოთ რომ ხშირად გაგვაკრიტიკებენ გარკვეული გადაწყვეტილებების გამო” – ასეთი განცხადება გააკეთა “TV პირველის ეთერში” საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ხელი მოეწერა დაძლეული ვეტოს საბოლოო დოკუმენტისთვის, რომლის გამოც ის თითქმის ყველა პოლიტიკურმა გუნდმა გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციაზე დადებული ვეტოს დაძლევის შემდეგ, პროცედურა ითვალისწინებს მასზე პრეზიდენტის (ან უარის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის) ხელმოწერას, რაც მარგველაშვილმა გააკეთა კიდეც და ამ პროცესს მან სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა.