ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფარულად გადაღებული კადრები (ვიდეო)

გადაცემა “იმედის დღემ” მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მასწავლებელი მოსწავლეზე დავალების შეუსრულებლობის გამო ჯერ მორალურად ძალადობს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სახაზავით ან ხის ჯოხით სცემს.

18 ოქტომბერს სახალხო დამცველმა სკოლებში ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

2016-2017 სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ძალადობის ფაქტები. ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებიც.

ანგარიშის მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას.

 

იტვირთბა....