ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანა ნაცვლიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მომხდარი ფაქტი პირველმა პირებმა გამოიძიონ

საქართველოს ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საჭიროა ყიზილაჯლოში წუხელ მომხდარი ფაქტის მოტივის მიუკერძოებლად გამოძიება.

წინსააარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის წარდგენისას ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული ეს ფაქტი ყველაზე უფრო მძიმეა, რადგან ცეცხლსასროლი იარაღია გამოყენებული.

„ბუნებრივია, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მძიმე შემთხვევა რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შს სამინისტროს პირველი პირის დონეზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ყოფილიყო ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი მომხდარი შემთხვევის გამოძიება. უკვე მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაციაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ ფაქტზე და ყველა სხვა ფაქტზე ველოდებით სახელმწიფოს ჯეროვან რეგიარებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან პარტიის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ,-ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. თავდასხმის შედგად დაჭრილია პარტიის 5 წევრი.საქმე 117- ე მუხლით აღიძრა. ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.

ამ დროისთვის უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ორ მათგანს წუხელვე გადადუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი მათგანის ჯამრთელობის მდოგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

იტვირთბა....