აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაქ ობამამ თავიანთი წუხილი გამოთქვეს შეერთებულ შტატების ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის გამო, რაც დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობისადმი ფარული საყვედურის გამოხატვად იქნა მიჩნეული. ამის შესახებ BBC იუწყება.
გამოცემის ცნობით, ობამამ დაჟინებით მოუწოდა ამერიკელებს უარი თქვან „დაყოფისა“ და შიშის“ პოლიტიკაზე, მაშინ როცა ბუშმა გააკრიტიკა „ძალადობა და ცრურწმენა“ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. BBC წერს, რომ ორივე მათგანი ცალ-ცალკე საუბრობდა და არც ერთს პირდაპირ, სახელით და გვარით, არ უხსენებია პრეზიდენტი ტრამპი.
ტრამპს, ჯერჯერობით მათ კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
“ყოფილი პრეზიდენტები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ტრადიციულად განზე დგებიან პოლიტიკური პროცესებისაგან და ოვალური ოფისის ყოფილი ბინადარნი მათი შემცვლელების მიმართ კრიტიკას ერიდებიან, მაგრამ ამგვარი ქცევის ნორმები და სტანდარტები, რაც ერთ დროს ქვითკირივით მყარ ფორმაში იყო მოქცეული, ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში განზე არის გადადებული და აღარ მუშაობს”- წერს BBC.
„ის, რაც ჩვენ ვერ გვექნება, ესაა დაყოფის ისეთი პოლიტიკა, რაც ჩვენ ვნახეთ მრავალჯერ წარსულ საუკუნეებში. ზოგიერთი პოლიტიკისაგან, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ვფიქრობდით, რომ წარმატებით გვქონდა თავი დაღწეული… ახლა 21-ე საუკუნეა და არა მე-19. ყურები გამოვიბერტყოთ “, – განაცხადა ობამამ ნიუ ჯერსიში სიტყვით გამოსვლისას.
ამ დრომდე ორივე პრეზიდენტი მაქსიმალურად ერიდებოდა ტრამპის პოლიტიკის შესახებ საჯარო კომენტირებას.