ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ სოლოლაკში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ სოლოლაკში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “მეტრონომს” უწყებიდან აცნობეს, გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლის იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ღამე, სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს დაზიანებები ხელისა და მუცლის არეში აქვს.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა, დაშავებული კი მისმა მეგობარმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

იტვირთბა....