ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მინისტრი: აზიური ფაროსანას მსგავსი მავნებლური ბუნება სხვა მწერს არ გააჩნია

იმ ქვეყნებში, სადაც დღეს არაა აზიური ფაროსანა, ხვალ ან ზეგ იქნება, რადგან ეს გლობალური პრობლემაა, -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა:

“ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციები და ის დონორები, რომლებიც კომუნიკაციის პროცესში ქართულ მხარეს ეხმარებიან, აქტიურები არიან და რამდენიმე დონორის დახმარებით, იმედი გვაქვს,იმ ინფორმაციას გავრცელებას შევძლებთ იქით მხარეს (აფხაზეთში) ფერმერებთანაც, რასაც აქეთ ვაკეთებთ, ჩვენთვის არ იყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონტროლი იქ არ გვაქვს. აზიურ ფაროსანას შეუძლია ზარალი გამოიწვიოს ფაქტობრივად ყველა საოფლო-სამეურნეო კულტურაში გარდა ბოლქვიან კულტურებში, 300-მდე კულტურის მტერია. ასეთი ბუნება არ გააჩნია ხოლმე სხვა მავნებელს, მისი სირთულე ისიცაა, რომ მფრინავ ფაზაში ის არ ბუდობს ერთგან, ის მოძრაობს და შეუძლია გადაადგილება 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე დღის განმავლობაში. როგორც წესი, მარტივია ხოლმე მავნებელთან ბრძოლა როცა მწერი ნახავს საინტერესო ადგილს და იქ იბუდებს, მაგრამ ეს არის მწერი, რომელიც არ ჩერდება ერთ ადგილას. სტრატეგია ითვალსიწინებს ისეთ ტაქტიკურ ღონისძიებებს, რომელიც შეიძლება რომ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ. ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვექნება წლის ბოლოს, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია, რომ სრული სურათი გქვონდეს, რადგან შემოდგომა არის აქტიური ფაზა სოფლის მეურნეობაში.საბოლოო მონაცემებს რადმენიმე თვე დასჭირდება. ჩვენ ფერმერებს ბოლომდე დავუდგებით გვერდში, დავეხმარებით და ვეხმარებით, წლის ბოლომდეც არ დაგვიტოვებია ველი სამოქმედო ამ მავნებელთან ბრძოლის კუთხით. მანდარინის მოსავალი ბოლომდე დაბინავებული არ გვაქვს.

მესამე რაოდენობაში ყველაზე დიდი სასოფლო სამეურნეო კულტურა უმნიშვნელოვანესი საექსპორტო სასოფლო სამეურნეო კულტურა და სამწუხაროა, რომ ეს თემა, რომელიც სუფთა სასოფლო სამეურნეო თემაა, ძალიან მტკივნეული ფერმერებისთვის და ჩვენთვის, ამ დარგის წარმომადგენლებისთვის. სირთულე არც ფერმერების და არც ჩვენი ბრალია. ეს გამოწვეულია იმ ფაქტორით, რა ფაქტორითაც გაჩნდა მავნებელი საქართველოში. ამ დროს საუბარი იმაზე, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა და ა.შ. როგორც თხილი განადგურდა და ვერ მივიღეთ მოსავალი ასე არ გვაქვს მანდარინის მოსავალი, ეს არიას ცრუ ინფორმაციები. ვერც ვიგებ საიდან ვრცელდება. მანდარინის ძირითადი მოსავალი გვაქვს აჭარაში, სადაც ღონისძიებები ეფექტიანად ტარდება. საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის მცირე დაზიანებები, თუმცა ყველაფერი არ უკავშირდება ფაროსანას და დაზიანებების 100%-იანი აცილება შეიძლება, თუ მოსახლეობა გამოიყენებს იმ საწამლ საშუალებებს, რომელიც ჩვენ გადავეცით მათ უკვე სექტემბერში. თუ ადამიანები დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ და კარგი სეზონიც გვექნება. მოლოდინია, რომ მანდარინის სეზონი ძალიან კარგი გვექნება”, – განაცხადა დავითაშვილმა.

 მავნებელი თბილისშიც გამოჩნდა: როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას

 

იტვირთბა....