თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას ხელთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიცილაური უარი უჭირავს, სადაც მათ მარტივ მოთხოვნებზე უარყოფითად უპასუხეს. ელისაშვილის თქმით, მას სურდა, რომ უბნებზე არჩევნებისას აღეკვეთათ გაყალბება და დამკვირვებლებს უბნებზე მარტივი ტექნიკით, ნებისმიერი ამომრჩეველი გადაემოწმებინა. ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ხელს შეუშლიდა არჩევნებზე ე.წ. “კარუსელის დატრიალებას”, რომ ერთიდაიგივე ადამიანს ხმა რამოდენიმე უბანზე არ მიეცა. მისი განცხადებით, ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნა და იმედი ჰქონდა, რომ ცესკო ამ მოთხოვნაზე დასთანხმდებოდა.
“ცესკოს მიერ გამოგზავნილი ოფიციალური უარი ჩვენს თხოვნაზე იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. “ქართული ოცნებას” მეორე ტურის დანიშვნის ეშინია და ფიქრობს, რომ პირველივე ტურში გაყალბების შედეგად საკმარისი ხმები აიღოს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ “ოცნებამ” ვერ მოახერხა ამომრჩევლის ადრწმუნება, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. ამიტომ ხელისუფლებამ საარჩევნო მაინიპულაციები დაიწყო და არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
ამის პრევენციის ორი გზა არსებობს, პირველი მივმართავ ნებისმიერ გულანთებულ ადამიანს, რომ მოხვიდეთ ჩვენთან დაგატრენინგოთ და არჩევნებზე დამკვირვებლად გაგგზავნოთ. მეორე მთავარი საკითხი კი მოსახლეობის არჩევნებზე მისვლაა. მოგიწოდებთ, რომ სახლში არავინ დარჩეთ და ყველა გამოცხადდეთ საარჩევნო ყუთებთან, რათა ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბბება ვერ შეძლოს.