სოციალურ ქსელში მოქალაქე წყლის სააბონენტო გადახდის ქვითარს ავრცელებს, სადაც წყლის გადასახადი რამდენიმე ათასია.
“ბათუმის წყალი” …. კარგად ხართ? გირეკავთ, არ მპასუხობდა…. ერთ სულს რომ ამხელა გადასახადი მომაწერეთ, თან ორი კვირაა ბათუმში არ ვიმყოფები და საერთოდ გადაკეტილი მქონდა… მთელი ბათუმის მოხმარებული წყალი მე გადავიხადო? 🙂 ინტერნეტბანკმა ასე “გამახარა”…..” – წერს მოქალაქე მანანა ძიძიშვილი, რომლის პოსტსაც აჭარის ტელევიზია ავრცლებს.
შპს “ბათუმისწყალში” აცხადებენ, რომ აბონენტი გადაამოწმეს და შეცდომა დაფიქსირდა. მათი განმარტებით, ცდომილება სულ რამდენიმე აბონენტს შეეხო.
“კომპანიამ სისტემის გამართული მუშაობისთვის პროგრამული განახლება განახორციელა, კოდების გადათვლის დროს შეცდომა დაფიქსირდა და რამდენიმე აბონენტს არასწორი გადასახადი მიუვიდა, მათ შორისაა ქალბატონი მანანას შემთხვევაც. მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე აბონენტს გაეგზავნა ცდომილებით გადასახადის ოდენობა, დღის ბოლომდე გასწორდება” – აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მოქალაქეებს, მსგავსი შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე 0422 242222.