ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საკმაოდ შემაშფოთებელი მდგომარეობა გამოვლინდა”: ბულინგი სასწავლო დაწესებულებებში

გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამების კოორდინატორი მაია ქურციკიძე სახალხო დამცველის მონიტორინგზე სასწავლო დაწესებულებებში ბულინგთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მონიტორინგი 109 სკოლაში ჩატარდა.

ქურციკიძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად საკმაოდ შემაშფოთებელი მდგომარეობა გამოვლინდა.

“ბულინგი ანუ დაშინება, დაჩაგვრა ხდება როგორც უფროსების მხრიდან, ასევე თანატოლებს შორის. სკოლაში არსებული ძალადობა არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად. ძალადობა ხდება ყველგან. ჩვენი კვლევების მიხედვით, ზოგადად მოსახლეობის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობას.

საქმე ეხება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც სრულიად დაუშვებელია. სკოლის წარმომადგენლების მისია ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირებაა. ორმაგად სამწუხაროა, რომ ხშირად თავად ახორციელებენ ბავშვზე ძალადობას. ხშირად ძალადობას გარკვეული დისციპლინის დამყარებად მიიჩნევენ. მნიშვნელოვანია ის, რომ მათ თავიანთი ვალდებულებები სწორად ჰქონდეთ გააზრებული. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კომპეტენციები არ არის შესაბამისი. არ იციან მათი ვალდებულებები, არ იცნობენ ბავშვთა დაცვის მექანიზმებს. მხოლოდ გამოკითხულ მასწავლებელთა 3%-მა იცოდა ამ მექანიზმების შესახებ. ბულინგი საკმაოდ გავრცელებულია სკოლებში, რაც ბავშვის ფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს.” – აცხადებს ქურციკიძე

იტვირთბა....