ყველაზე ხშირად რა განაპირობებს მომხარებლის არჩევანს ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას? პასუხი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანია-თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ეკონომიურობა მომხარებელთა უმრავლესობისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია.
გამონაკლისი ამ მხრივ არც ავტოსამყაროა-საწვავის ხარჯების ეკონომიის მიზნით ავტომფლობელებს თავიანთი „ოთხბორბლა მეგობრები“ ხშირად გადაჰყავთ ბუნებრივ აირზე.
ეკონომიურობის გარდა ეს ტენდენცია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრიორიტეტულია. ის, რომ ჩვენს მწვანე პლანეტას ათასგვარი ხიფათი მოელის ადამიანისგან, ყველასთვის კარგად ნაცნობი და მტკივნეული თემაა.
ჰაერის ერთ-ერთ ინტენსიურ დამაბინძურებლად კი სწორედ ბენზინის ძრავიანი ავტომობილები ითვლება. (ცნობისთვის-გამონაბოლქვი აირები დაახლოებით 200-მდემავნე ნივთიერების ნარევს შეიცავს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს!).
მხოლოდ ამ აბზაცში ჩამოყალიბებული ორი არსებითი არგუმენტი-ეკონომია და ეკოლოგია ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადასაყვანად, ცხადია, საკმარისი ვერ იქნება. ბევრს აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა მსგავსი ჩარევა ქარხნული წარმოების ავტომობილში, რა შემთხვევაში ღირს ამის გაკეთება და რეალურად რამდენად ეკონომიურია ეს ინვესტიცია.
ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მისაღებად 15-წლიანი გამოცდილების მქონე სანდო და პრესტიჟულ კომპანიას მივმართეთ. EcoMobil Georgia-ს 1999 წლიდან შემოაქვს ევროპული გაზის აპარატურის საქართველოში.
დაარსების დღიდან კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: იტალიური BRC Gas Equipment, TOMASETTO ACHILLE, პოლონური Auto-Gaz Centrum, EUROPEGAS. ვფიქრობთ, ამ სტრატეგიული პარტნიორების ჩამოთვლა სავსებით საკმარისი იქნება კომპანიის რეპუტაციაზე აზრის ჩამოსაყალიბებლად. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით EcoMobil Georgia მომსახურების სრულ და გარანტირებულ პაკეტს სთავაზობს მომხარებელს, ეს კი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რათა მომხარებელი დარწმუნებული იყოს მიღებული სერვისის კომფორტულობასა და ხარისხში.
სხვა და ამ საკითხებზე კომპანიის დირექტორს დავით ჩაფიძეს ვესაუბრეთ:
„მეტრონომი“: დავიწყოთ იმით, თუ რა პრიორიტეტები აქვს ბუნებრივი აირის საწვავად გამოყენებას?
დავით ჩაფიძე: მოკლედ და რამდენიმე სიტყვით-ეს არის ეკოლოგიური, ეკონომიური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საშუალება. ეკოლოგიური იმდენად, რამდენადაც ბუნებრივი აირი თითქმის 100% იწვის და ძალიან მცირეა მავნე გამონაბოლქვი (8-ჯერ ნაკლები, ვიდრე ბენზინის შემთხვევაში); ბუნებრივი აირი დღესდღეობით ყველაზე იაფი ალტერნატიული საწვავია 50 – 60% ეკონომიას ახდენს ბენზინთან მიმართებაში;
თუ მონტაჟი კვალიფიციურად არის შესრულებული და ექსპლუატაცია ხდება ყველა პარამეტრის დაცვით, თქვენ წარმოიდგინეთ, ბენზინის საწვავიან მანქანაზე უსაფრთხოა, ასევე ხელმისაწვდომია რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მრავლადაა გაზგასამართი სადგურები, სადაც აირის შევსებაა შესაძლებელი.
-რა დრო სჭირდება მანქანის გადაყვანას ბენზინის საწვავიანი ავზიდან გაზზე?
-მონტაჟი 3-5 საათის განმავლობაში სრულდება.
-არის თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა მანქანის მარკის ან სხვა მახასიათებლის გათვალისწინებით?
-დღესდღეობით საქარველოში მოძრავი ბენზინის ძრავიანი ავტომანქანების 90-95% სავსებით ექვემდებარება გადაყვანას.
პრობლემურია ე.წ. GDI ძრავიანი მანქანების გადაყვანა, რადგან ეს ტექნიკურად განსხვავებული ძრავია თავისი წყობით. თუმცა, ვროპაში უკვე დანერგეს მეოთხე თაობის აპარატურა ამ ძრავზე და მიმდინარეობს ტესტირება. სავარაუდოდ უკვე ჩვენც დავგეგმავთ ტრენინგებს ამ მიმართულებით.
-დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ძრავზე მესამე თაობის აპარატურის მონტაჟი ხდება. თავად დანადგარის, აპარატურის და სხვადასხვა დეტალი ხარისხსის შესახებ რა უნდა იცოდეს მომხარებელმა?
-ჩვენ ევროპული და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ექკლუზიური დისტრიბუტორები და დილერები ვართ, ფაქტობრივად, გადაყვანისთვის საჭირო ყველა დეტალის იმპორტს თავად ვუზრუნველყოფთ. ცალკე უნდა ითქვას ჩინური წარმოების დეტალების ხარისხის შესახებ-საზოგადოებაში არის მცდარი შეხედულება ჩინური ავზების და დეტალების ხარისხთან დაკავშრებით.
ის პროდუქცია, რაც ჩვენ შემოგვაქვს ჩინეთიდან, 100% უსაფრთხო და მაღალხარისხიანია, რადგან იგივე სტანდარტს ISO11439 -ს აკმაყოფილებს, ისევე, როგორც ნებისმიერი ევროპული ბრენდის პროდუქტი. განსხვავება მხოლოდ ფასშია. ფასი ნამდვილად მნიშნელოვანი ფაქტორია.
-რა შემოთავაზებები გაქვთ კლიენტებისთვის?
-ვითვალისწინებთ მომხარებლის ინტერესებს და მათ სხვადასხვა საფასო ჭრილში ვთავაზობთ პაკეტებს – გვაქვს ეკონომიური, საშუალოფასიანი და VIP პაკეტი.
-ასეთ კონკურენტულ გარემოში რას უნდა მიაქციოს მომხარებელმა ყურადღება, რომ არჩევანში არ შეცდეს?
-არსებობს ასეთი ცნება – მომთაბარე ხელოსნები. დღეს, სამწუხაროდ, ავტოტექმომსახურების სფეროში სისტემური განათლების მქონე კვალიფიციური და ლიცენზირებული სპეციალისტების სიმწირეა. აუცილებელია საამქროს და იქ მომუშავე პერსონალს ჰქონდეს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია.
ამის გარეშე მომხარებელი სასიცოცხლო რისკის წინაშე აღმოჩნდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ნამდვილად არ ღირს საკუთარი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა შესწიროთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ამიტომ, მანქანის ბუნებრივ აირზე გადაყვანის გადაწყვეტილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ გამოცდილ და სტაბილურ კომპანიას, რომელიც უფრთხილდება მომხარებელსაც და საკუთარ რეპუტაციასაც.