სამწუხარო ამბავი მოხდა ინდონეზიაში. “პერსელასა” და “სემენ პადანგის” მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, პადანგელთა მეკარემ ჩოირულ ჰუდამ თანაგუნდელ რამონ როდრიგესთან შეჯახებისას შემდეგ გონება დაკარგა.
38 წლის გოლკიპერი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გაირკვა, რომ ჰუდას გარდაცვალება თავისა და კისრის მძიმე უმძიმესმა დაზიანებებმა გამოიწვია.