როგორც ქუთაისიდან გამოცემა “ქუთაისითუდეი” იუწყება. პარლამენტის შენობასთან სტიქიისგან გამოწვეულმა წყლის დონემ ნახევარ მეტრს მიაღწია.
შეგახსენებთ, დასავლეთ საქართველოში მოსულმა სტიქიამ ქუთაისამდეც მიაღწია. ძლიერმა წვიმამ ქუთაისში ქუჩები დატბორა. ფეხით სიარული ქალაქში ფაქტობრივად, შეუძლებელია. დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ქალაქის შემოსასვლელი წყალტუბოს მხრიდანაც.
გადაუღებლად წვიმს გურიაშიც, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქარი. ათეულობით სახლებს სახურავები აქვს გადამძვრალი. ინფორმაციას და ფოტოებს ადგილიდან “გურიანიუსი” ავრცელებს.
Gepostet von Robizon Khurtsilava am Sonntag, 15. Oktober 2017
“ქუთაისითუდეის” ვიდეო