ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის აღდგება ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი

ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის საბავშვო ბაღებში, აზიური ფაროსანას შემოსევის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი ოთხშაბათს განახლდება.

მისი ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სადეზინფექციო სამუშაოების პროცედურას 48 საათიანი მოცდა სჭირდება.

შეგახსენებთ, წინა კვირაში აზიური ფაროსანა ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში შენიშნეს, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა.
ბათუმის ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, პრევენციისთვის ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, რის გამოც სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა.

იტვირთბა....