„არავის მივცემთ უფლებას, ხელი შეუშალონ ქალაქის აღორძინებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,-ასე ეხმიანება კახა კალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციას.
„მარგინალური „ნაციონალური მოძრაობა” შეგნებულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. მილიონზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და დაახლოებით 125 ადგილიანი მანქანის მიწისქვეშა პარკინგი აშენდეს პუშკინის სკვერის ქვეშ”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთი და პუშკინის სკვერის ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადაეცა.