პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქციას ეხმიანება.
მისი თქმით,”ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თეთრის შავად და კარგის ცუდად წარმოჩენას”.
„დიდი მზადების და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანის მთელი დატვირთვით მუშაობის შემდეგ, მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააკეთეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, რეგიონებიდან ჩამოიყვანეს საკუთარი პარტიის წევრები და მოახერხეს 4-5 ათასი აქტივისტის მობილიზება.
ტყუილების პროპაგანდირების მიუხედავად, რა თქმა უნდა, საზოგადოება კარგად არჩევს მტყუან-მართალს, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები უმცირესობაში დარჩებიან“,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთი და პუშკინის სკვერის ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადაეცა.