ნუცუბიძის 77-ში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობას. მოსახლეობა სკვერის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მათ საკუთარი ინიციატივით გაამწვანეს კლდოვანი ტერიტორია.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიას განაშენიანების გეგმაზე ნებართვა გაცემული აქვს და ახლა გეგმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
მოსახლეობა მოუწოდებს საკრებულოს გეგმას მხარი არ დაუჭიროს.