ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვახუშტი მენაბდე: “წინ ალბათ კიდევ ერთი კონსტიტუციური პროცესი გველის”

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

“გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია, ცოტაც და ახალი კონსტიტუცია გვექნება, რომელიც ერთ წელიწადში ძალაში შევა. პირველ რიგში პროცესზე უნდა ითქვას, არა იმდენად შინაარსი რამდენადაც სწორედ ეს განსაზღვრავს უზენაესი კანონის პოლიტიკურ გავლენას. სამწუხაროა, რომ კონსენსუსი მის გარშემო ვერ შედგა. მარტივი ამბავია – პოლიტიკური ძალები ერთმანეთს უნდა აწონასწორებდნენ, გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ უნდა შეეძლოთ. ასე რომ ყოფილიყო ჩვენთან სხვა რეალობა გვექნებოდა, რაც არ უნდა თქვან სკეპტიკოსებმა, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემებისა, მე მჯერა დელიბერაციისა და იმის რომ ის ყალიბდება შესაბამის ინსტიტუციურ გარემოში. წლების შემდეგ წინ ალბათ კიდევ ერთი კონსტიტუციური პროცესი გველის, სადაც გვეყოფა სითამამე და ისეთ პრობლემებს გავუსწორებთ თვალს როგორიც, inter alia, პარლამენტის პალატები და რეგიონული საკითხებია,”-წერს ვახტანგ მენაბდე.

იტვირთბა....