ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“თბილსერვისიდან” მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

„თბილსერვისის” უკვე ყოფილი თანამშრომელი ვალერი ჩიტაია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს. ჩიტაია ზეწოლასა და მუქარაში „თბილსერვის“ ჯგუფის სატრანსპორტო სამსახურის უფროსს ირაკლი საღირაშვილსა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „imedinews“-ი ავრცელებს.

ვალერი ჩიტაია აცხადებს, რომ მას ინტენსიურად სთხოვდნენ Facebook-ის პირადი გვერდიდან მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილთან გადაღებული ფოტოების წაშლას. ფოტოები 2012 წლამდე იყო ატვირთული. სანაცვლოს, მისგან მოითხოვდნენ „ქართული ოცნების“ საქმიანობის ამსახველი მასალების გაზიარებას. ჩიტაია აცხადებს, რომ მან ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ლიდერებთან ფოტოები ბავშვთა სახლში ყოფნის პერიოდში გადაიღო.

ვალერი ჩიტაიამ ფოტოების წაშლაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ამის შემდეგ, დასუფთავების სამსახურში ზეგანაკვეთურად მუშაობას ავალდებულებდნენ. საბოლოოდ, ის 29 აგვისტოს „თბილსერვის“ ჯგუფის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ირაკლი საღირაშვილმა დაიბარა, წინასწარ დაწერილ განცხადების ტექსტზე ხელი მოაწერინა და უთხრა, რომ მითითება “ზემოდან” მიიღო.

ვალერი ჩიტაიამ სამსახური 2015 წელს სახალხო დამცველის შუამდგომლობით დაიწყო. მისი საქმე უკვე სასამართლოშია. ჩიტაიას უფლებებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.

ფოტო:გიორგი ხუხია

იტვირთბა....