ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან ანგარიშვალდებულია“

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველზე“ განაცხადა, რომ გუშინ თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენები მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ბიძინა ივანიშვილის ქვეშევრდომი და არა ხალხის სამსახურში მყოფი. მისი თქმით, ისინი მთელი წელია პარლამენტში მინისტრებს იბარებენ, თუმცა ისინი მათ მოთხოვნას არაფრად აგდებენ.

 

„მთავრობა უნდა იყოს ანგარიშვალდებული ყველა ფრაქციის მათ შორის ოპოზიციის წინაშე. ეს არის ანგარიშვალდებულება საზოგადოების და ხალხის წინაშე, პარლამენტს ამისთვის ირჩევენ.  ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც არ არის ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული და არის ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ეს არის დიდი პრობლემა. მთელი წელია ვიბარებთ მინისტრებს, ახლა კი არ გაგვიჩნდა ამის სურვილი. კვირიკაშვილის მთავრობა ეს „ვარკსვლავები“ უარს აცხადებენ კანონით  არსებული  ვალდებულებების შესრულებაზე.  კანონით ვალდებულები არიან, რომ გამოცხადდნენ ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში. მთავრობას არ აქვს პოლიტიკურად იმის უფლება, რომ კანონი ფეხებზე დაიკიდოს, კანონი და აქედან გამომდიანრე ამომრჩეველი“ – განაცხადა ბოკერიამ

ბოკერიამ ასევე დღევანდელი გადაცემის რესპოდენტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გაგა კახიანს უპასუხა:  „ძალიან ცუდია რომ არ ესმით ან არასაკმარისად ესმით ჩემს კოლეგებს პრობლემა. მას გონია, ივანიშვილის გვერდით, რომ რადგან უმრავლესობაშია ეს მისი პრობლემა არ არის. ეს არ არის  მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ან ოპოზიციის ინტერესების შელახვა ეს მთელი პარლამენტის დამცირებაა.“ – განაცხადა ბოკერიამ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა   უმრავლესობის  გაკეთებულ შეფასებაზე აქციასთან დაკავშირებით:
„მე დავინახე დღესაც პოლიტიკური უტიფრობა ივანიშვილისა და მისი გუნდის მხრადან. სანამ ამ მარიოენეტებს და ივანიშვილს არ მოვიშორებთ ეფექტურად  ხელისუფლებიდან ჭაობში უფრო ღრმად ჩავეფლობით.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის 12 მონაწილე დააკავეს.

ოპოზიცია თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, სადაც პუშკინის ქუჩის ტერიტორიის მიმდებარე ნაწილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ერთ ლარად გადაეცა.

 

იტვირთბა....