საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამართულ შეხვედრაზე იანოშ ჰერმანი საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა, მათ შორისუწყების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი შოთაძემ სტუმარს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის დახვეწის კუთხით პროკურატურის მიერ განხორციელებულ აქტივობებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორისმომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.