აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, -ამის შესახებ “მეტრონომს” “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მწერს მხოლოდ მცენარეებისთვის მოაქვს ზიანი:
“აზიური ფაროსანა არ არის არანაირი დაავადების გადამტანი მწერი და არც მის ნაკბენს მოაქვს ადამიანისთვის რაიმე სახის ზიანი. შესაბამისად, ჩვენი ყურადღების ქვეშ არ ექცევა”-განუცხადა იმნაძემ “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მოქალაქის განცხადებით, აზიური ფაროსანა თბილისშიც შენიშნეს. ხოლო ზოგიერთი მათგანის მტკიცებით, ფაროსანას კბენის შედეგად ალერგიული ფონი განუვითარდათ.
აზიურ ფაროსანას დასავლეთ საქართველოში კვლავ უშედეგოდ ებრძვიან.
იტვირთბა....