ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ბოქლომით ჩაკეტეს

ბათუმში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი ადაპტირებული ატრაქციონები მოსახლეობამ რამდენიმე სკვერიდან თვითნებურად აიღო, ხოლო დარჩენილი ატრაქციონები ბათუმის მერიამ დალუქა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ დალუქული ატრაქციონის ბოქლომები დაამტვრია. ატრაქციონით სარგებლობას ის ბავშვები განაგრძობენ, რომლებთათვისაც ის არ არის განკუთვნილი. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

„ადაპტირებული ატრაქციონები დროებით უსაფრთხოების მიზნით დავაბით. დაგეგმილი გვაქვს გავმართოთ შეხვედრები მოსახლეობასთან მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით. ბოქლომის გასაღებს რაც შეეხება, ის მერიის წარმომადგენლებს აქვთ, შემდეგ კი ვაპირებთ გადავცეთ შშმ ბავშვების ოჯახებს“, – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

ბათუმის მერია ასევე მოუწოდებს მშობლებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირებულ ატრაქციონებზე განთავსებულია სპეციალური ნიშანი, რითაც ხაზგასმულია, რომ ატრაქციონები განკუთვნილია მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

იტვირთბა....