მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ, რადგან 2018 წლის 1-ელ იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს, -ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე აიღეს, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოუწევთ.
2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი, მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ, დოკუმენტი უნდა განაახლდეს.
“.მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ გესაჭიროებათ, ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. გარდა ამისა, 15 ლარს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური ძრავის მქონე ავტომობილის მართვის უფლების განახლებისთვის იხდით”, – აცხადებენ სააგენტოში.
მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი.