კატალონიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უმსხვილესი ბანკები რეგიონს ტოვებენ. როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა მსხვილმა ბანკმა იურიდიული მისამართის შეცვლა და კატალონიიდან ვალენსიაში გადასვლა გადაწყვიტა. საუბარია სიდიდით მეხუთე ბანკ „საბადელზე“. ინფორმაციას ესპანური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს კატალონიაში მოქმედი სიდიდით მესამე „აიქსბანკიც“.
შეგახსენებთ, ბოლო დროს სიტუაცია დაიძაბა კატალონიაში. კატალონიაში მაცხოვრებელთა კატალონიელების 42%-დან უმრავლესობამ კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, რამაც ესპანური ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.