ახალი ამბები ვიდეო მთავარი

ხელვაჩაურის რაიონში ორ ოჯახს შორის დაპირისპირებაა

ხელვაჩაურის რაიონში ორ ოჯახს შორის დაპირისპირებაა – წელიწადნახევრის წინ გარდაცვლილი არასრულწლოვანი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრებმა ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი კახა კახიძის ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთ-ერთი წევრი გარდაეცვალათ, საცხოვრებელ ბინაში შესვლა აუკრძალეს.

გოგიტიძეები კახიძეებს მიცვალებულის ბინაში დასვენების უფლებას არ აძლევენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კახიძეების ოჯახის წევრები ადგილიდან პოლიციის ავტომანქანებით გაიყვანეს.

გოგიტიძეები ითხოვენ, რომ პასუხისგებაში მიეცეს კახა კახიძე.
წყარო: “რუსთავი 2”

იტვირთბა....