თბილისის მერია ეხმაურება ლას ვეგასში მომხდარ ტრაგედიას. როგორც მერიაში აცხადებენ დღეს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე თბილისის ანძა ჩაბნელდება.
„ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 515 დაშავდა და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ 1 ოქტომბერს ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე 64 წლის სტივენ პედოკმა კონცერტის მსველობისას ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც ათობით დაიღუპა და ასობით დაშავდა.