არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ დაველოდებით 21 ოქტომბერს, გადავდივართ საპროტესტო რეჟიმზე”

”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტია საპროტესტო რეჟიმზე გადადის. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ თბილისის მერიამ შეაჩეროს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ქონების 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით.

“ისევ პოლიცია, ისევ ზონდერჯგუფები, ისევ სუსი და ანგარიშსწორება თბილისელებზე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, უარი თქვას მერიამ იმ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც პუშკინის სკვერის და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას და გაჩუქებას გულისხმობს. ”ნაციონალური მოძრობა“ გადადის საპროტესტო რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ კანონით არსებულ ყველა მეთოდს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდეს. ვერ დავიცდით 21 ოქტომბრამდე და ყოველდღიურად ვიბრძოლებთ, რათა თბილისმა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და არ მოხდეს მისი გაჩუქება ბიძინა ივანიშვილზე”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა, რომლის დროსაც  6 პირი დააკავეს. პარტიის ლიდერები იმ გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცენტრში არსებული ქონება ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად უნდა გადაეცეს.

იტვირთბა....