თემქაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ “მეტრონომისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, 18 წლის ბიჭი მე-5 სართულიდან გადმოხტა. იგი სახლში ჩაიკეტა და დედა და და სახლში არ შეუშვა, რის შემდეგაც სუიციდი გადაწყვიტა.
წყაროს ინფორმაციით, ბიჭი მარტოსული იყო. მან გადმოხტომამდე წერილი დატოვა, რომელსაც ახლა ფსიქოლოგები სწავლობენ. წერილში ასახულია, რომ ის მარტო გრძნობდა თავს.
“მეტრონომისთვის” ბიჭის სახელი, გვარი და ფოტოც ცნობილია, თუმცა მას შეგნებულად არ ვასაჯაროვებთ.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე 18 წლის ბიჭი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.