“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ და დუმის წევრებს შეხვდებიან. პარტიის წევრები 5 დღის განმავლობაში დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი – საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.

