ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში არიან. სპორტსმენები მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ.
შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, ასე გამოიყურება:
ხელმძღვანელები: ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე.
GFF XI მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი
მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი
მსოფლიოს XI მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი, ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტი, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.