რუსეთში შესაძლოა რამდენიმე სოციალური ქსელი დაიბლოკოს,- ამის შესახებ ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრი ნიკოლაი ნიკიფოროვი აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც გულისხმობს იმ ვებ-გვერდების რუსულ სერვერებზე განთავსებას, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ, ხოლო ის საიტები რომლებიც ამ კანონს არ დაემორჩილებიან დაიბლოკებიან. კანონი არ შეეხება მხოლოდ ერთი საიტს, შესაბამისად facebook-თან ერთად შეიძლება დაიბლოკოს სხვა სოციალური ქსელებიც: Google, WhatsApp, Viber და Telegram.
ნიკიფოროვი აცხადებს, რომ სტატისტიკის მიხედვით ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებს რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიხმარს, თუმცა თუ ეს საიტები თავის მონაცემებს რუსულ სერვერებზე არ გადმოიტანენ, ეს სტატისტიკა კანონზე მაღლა ვერ დადგება.