ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქობულეთში, სკოლის მოსწავლეების მოწამვლის მიზეზები კვლავ უცნობია

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის განცხადებით, ქობულეთში, მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის მიზეზები კვლავ უცნობია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკვებით და წყლით ინტოქსიკაცია უკვე გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის 12 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. მოსწავლეებმა საავადმყოფო გუშინვე დატოვეს.

იტვირთბა....