ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილი უკან ისეთი ძალა დგას, რომელიც თამამად მოქმედების საშუალებას აძლევს”

პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი თამარ კიკნაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს:

“მიხეილ სააკაშვილი უკან ისეთი ძალა დგას, რომელიც თამამად მოქმედების საშუალებას აძლევს. საზღვრების გადაკვეთაც, კოლომოისკის დახმარებაც, ტიმოშენკოს მხარში დგომაც ამაზე მიგვანიშნებს. ამ პროცესში ჩაბმულია პოროშენკოც. მას, უბრალოდ, შეეძლო, სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა და არ შემოეშვათ.

უკრაინის უბედურება საბჭოთა კავშირის დაშლიდან დაიწყო, როდესაც მან ატომურ იარაღზე უარი თქვა. ჩვენ ვხედავთ პოლონელებისა და უნგრელების აქტივობას. მათ უკრაინის მიმართ თავიანთი ინტერესები აქვთ ტერიტორიების სახით. ამიტომ ეს არის გლობალური პროექტი, რომლითაც ბევრი მხარეა დაინტერესებული. დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობები აღარ არის ისეთი, როგორიც გასულ საუკუნეში, როცა სახელმწიფოები იყვნენ ძირითადი სუბიექტები. აქ არის უამრავი ტრანსნაციონალური კომპანიის, კერძო სამსახურების ინტერესები. ამიტომ ურთიერთობები ძალიან გართულებულია. სააკაშვილი უკრაინამდე სანაგვეზე იყო მოსროლილი. ახალ პროექტში ჩაჯდა. ის არის ერთი ავანტიურისტი ადამიანი, რომელიც ყველანაირ ქმედებაზე თანახმაა. ამ შემთხვევაში მას იყენებენ სხვადასხვა ინტერესებისთვის. უკრაინაში არის რუსეთის, პოლონეთის, უნგრეთის ინტერესები. არაფერი სპონტანურად არ ხდება. ყველაფერი წინასწარ, გაცილებით ადრე დაიგეგმა. ყველას აქვს თავისი როლი და ფუნქცია. სააკაშვილი რომ ვაჟკაცი არ არის, გორში გამოჩნდა. მის უკან ისეთი ძალა დგას, რომელიც თამამად მოქმედების საშუალებას აძლევს.

ძალიან სერიოზული ძალაა. საზღვრების გადაკვეთაც, კოლომოისკის დახმარებაც, ტიმოშენკოს მხარში დგომაც ამაზე მიგვანიშნებს. ამ პროცესში ჩაბმულია პოროშენკოც. მას, უბრალოდ, შეეძლო, სააკაშვილი პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა და არ შემოეშვათ.

ცოტა ხანში უკრაინაში არეულობები დაიწყება და მას დაყოფენ. რუსეთი თავის წილს წაიღებს, უნგრეთსაც თავის წილს მისცემენ და პოლონეთსაც. ასე დამთავრდება ეს პროექტი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, პარალელურად, ისეთი ქმედებები ხდება, ეს გარდაუვალია. საბჭოთა კავშირიდან რუსეთმა ვერ აითვისა უკრაინა იმ სახით, რაც იყო. სააკაშვილი დღე და ღამე რუსეთს აგინებდა, მაგრამ პრაქტიკულად ის ყველაფერი განახორციელა, რაც რუსებს უნდოდათ. დღეს უკრაინაში პოლიტიკური გავლენა ამერიკელებისაა, ეკონომიკური გავლენა – რუსების. პერმანენტული ვაჭრობა მიმდინარეობს. უკრაინაც ვაჭრობის თემაა”, – აცხადებს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი თამარ კიკნაძე.

წყარო: ახალი თაობა

იტვირთბა....