აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა მოსკოვში, რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა” – როიტერი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონიმ სამშაბათს მოსკოვში, რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ემანუელ ბონიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწესთან, იური უშაკოვთან გამართა მოლაპარაკებები.

წყაროები შეხვედრის დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებების მიზანი ძირითად საკითხებზე, განსაკუთრებით კი, უკრაინაზე დიალოგის წარმოება იყო.

„როიტერი“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს, თუმცა განაცხადეს: „როგორც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე, სრული გამჭვირვალობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციით მიმდინარეობს“.

იტვირთბა....