აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით: „ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის: ნაწილი 2“, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსმენას კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი უძღვებოდა.
სხდომაზე, ხაზი გაესვა, რომ ინტერნეტში ცენზურის შესახებ ევროპული კანონები, როგორებიცაა ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონი და გაერთიანებული სამეფოს ონლაინუსაფრთხოების შესახებ კანონი, საფრთხეს უქმნის ამერიკელების უფლებას, თავისუფლად ისაუბრონ ონლაინრეჟიმში შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, მოსმენაზე განმარტეს, თუ როგორ ესხმის თავს ევროპული რეგულაციები ამერიკულ კომპანიებს და ზიანს აყენებს ინოვაციებს.
ევროპაში ცენზურის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტრანსგენდერული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო დევნის ფაქტებზე ისაუბრეს ირლანდიელმა ადვოკატმა ლორკან პრაისმა, ფინეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ფინეთის პარლამენტის წევრმა პაივი რასავენიმ.
სხდომაზე ასევე მიწვეული იყო ჟურნალისტი და კომიკოსი სცენარისტი გრემ ლინეჰანიც.

