სამ წლამდე ასაკის ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღით ამერიკაში ორი მცირეწლოვანი დაჭრა. ინციდენტი დეტროიდთან ახლოს მდებარე ქალაქ დირბორნში მოხდა. ორივე დაშავებული სამი წლისაა.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვმა სახლში პისტოლეტი იპოვა და მასთან სტუმრად მისულ თანატოლებთან ერთად თამაში დაიწყო, რა დროსაც იარაღიდან სროლა დაიწო. დაჭრილი ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
შენობაში, სადაც სროლა მოხდა, იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე მცირეწლოვანი. პოლიციამ უკვე დაკითხა ქალი, რომელიც ბავშვებს უვლიდა. ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.