ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისთან – “ოპელის” მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია ორი მგზავრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.