ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა”: სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ  დეკანოზ გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესაებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულების, მათ შორის, გიორგი მამალიძის მიერ სატელეფონო ზარების განხორციელების დროს, დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ გამოთქვა პრეტენზია. დაწესებულების ხელმძღვანელებმა გამოიძახეს იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო მომსახურებას ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შემოწმების შემდეგ განაცხადეს, რომ ხარვეზი დაკავშირებული იყო ჭარბ ნალექთან და ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ მოითხოვა ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება, რის შემდეგაც მსჯავდებული სახალხო დამცველმა ადგილზე მოინახულა. გიორგი მამალაძე, მისივე განცხადებით, არ შიმშლობს“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მამალაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მისი ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა დეკანოზმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახლობლებთან სატელეფონო კავშირი ვერ განახორციელა.

 

იტვირთბა....