ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძემ ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. დეკანოზმა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა. მამალაძემ პორტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართა, რაც ახლობლებთან სატელეფონო კავშირი ვერ განახორციელა.
დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი მამალაძეს ახლობლებთან დარეკვა სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. ამაზე კი ციხის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ტელეფონს მიღება არ ჰქონდა და ამის გამო უჭირდა დარეკვა.
ადვოკატის თქმით, ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გასვლის მცდელობის შემდეგ, მამა გიორგი მამალაძემ სხვა ნომრებზეც სცადა დარეკვა და მათთან დაკავშირებაც ვერ შეძლო.
მამა გიორგი მამალაძესთან შესულები არიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სიტუაციას ადგილზე ეცნობიან.