„ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი „მეტრონომთან“ აცახდებს, რომ პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა არ არის იმ ფორმატის, რომელიც მათ ბოლომდე რაიმეზე შეთანხმებამდე მიიყვანს.
მისი თქმით, პრეზიდენტისთვის უმრავლესობის შეთავაზება ძალიან პოზიტიური იყო და ვეტოს გამოყენება იმ კონკრეტული დანაპირების ჭრილში მომხდარიყო, რომელიც როგორც ვენეციის კომისიასთან ასევე ოპოზიციასთან შეთანხმებული იყო.
მათიკაშვილის განცხადებით, ამ შემთხევვაში პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას გულისხმობს, სადაც მან პრეზიდენტს ურჩია, რომ ვეტო ბონუსისა და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს.
დეპუტატი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი მათ შეთავაზებას არ მიიღებს, ამ ცვლილებებს კონსტიტუციას მაინც მიიღებენ, თუმცა დროში გაიწელება. დეპუტატის განცახდებით, ამ შეხვედრაზე რეალურად საუბარი პრეზიდენტს და მმართველ გუნდს აქვს. ის ვერ ხედავს აზრს და მიზანს, პრეზიდენტს ოპოზიციასთან ერთად ესაუბრონ.
მისი აზრით, რეალური ბერკეტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს და მარგველაშვილს სასაუბრო მხოლოდ მმართველ გუნდთან უნდა სურდეს. სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება „ოცნებამ“, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედარზე არ მისულიყვნენ.
„რეალურად პრეზიდენსტ ჩვენგან ორმხრივ შეხვედარზე შეთავაზება აქვს. ჩვენ გვსურს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა პოზიტიური როლი შეასრულოს. საბოლოო ჯამში კი, ყველა დაანონსებული ცვლილება ასე ერთ პაკეტად უნდა იყოს მიღებული.
ვეტო შეასრულებს პოზიტიური როლს, თუ ის ამ ორ საკითხთან დაკავშირებით იქნება გამოყენებული. ოპოზიციასთან არა ერთი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ მათ სხდომათა დარბაზი ორჯერ დატოვეს. მათთან ეს ყველა საკითხები გავლილია და დღეს მხოლოდ პრეზიდენტის და მმართველი გუნდის შეხვედრა იქნება ნაყოფიერი.
არ ვიცი რას გადაწყვეტს პრეზიდენტი და დაადებს თუ არა ის ვეტოს. ჩვენი დღევანდელი მოლოდინი ის არის, რომ ქვეყანამ ძალიან ჯანსაღი და პროგრესული კონსტიტუციური რეგულაციები მიიღოს’,-ამბობს მათიკაშვილი „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ,,ქართულ ოცნებას” და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში კონსულტაციებზე იბარებს. შეხვედრაზე განხილული უნდა იქნას პარლამეტის თავმჯდომარის შეთავაზება რომ პრეზიდენტმა ვეტო ბონუსისა და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტესებიდან გამომდინარე, მარგველაშვილი მმართველი გუნდის თხოვნის საბუძველზე მათი ინიციატივის განსახილველად ,,ოცნებას” და სხვა პოლიტიკურ ძალებს შეხვედრას დღეს 16 :00 საათზე სთავაზობს. მიშველაძის თქმით, შეხვედრაზე კიდევ რაზე იქნება საუბარი ეს მხოლოდ ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც უკვე ცნობილია “ქართული ოცნება” არ დაესწრება ამ შეხვედრას, ხოლო ოპოზიციიდან ყველა მიწვეული პარტია პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრება.
ავტორი: ელზა პაპოშვილი