ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, აეროპორტის ტრასაზე “მანის” ლურჯი ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

თბილისში, აეროპორტის ტრასაზე “მანის” ლურჯი ავტობუსი ავარიაში მოჰყვა- მას ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

იტვირთბა....