ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, რომელიც აქამდე იძებნებოდა თავისი ნებით ე.წ პროკურატურას ჩაბარდა.
1951 წელს დაბადებული პავლე აძიმბა სამართალდამცავებმა დაკითხეს , რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, 2005 წლიდან 2012 წლამდე ალექსანდრ ანქვაბს ექვსჯერ დაესხნენ თავს.
მარტიდან თვითგამოცხადებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტის წევრი გახდა.