სახალხო დამცველის მიერ დასახელებული პირის ოჯახის წევრები, რომელზეც სავარაუდოდ პოლიციელებმა იძალადეს, ამ ფაქტის შესახებ კომენტარს აკეთებენ. ბრალადებულის და ლილი მამასახლისი ამბობს, მის ძმას ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ფიზიკური დაზიანებები ქონდა. შესაბამისად მას ექსპერტიზის დანიშვნა არ სჭირდება. ის ამტკიცებს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და საზოგადოებას ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა. ის გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ პოლიციელებმა ბრალდებულზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.