დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც გუშინდელ გადაცემას ეხმაურება. გადაცემაში დებატები გაიმართა პოლიტიკური გუნდების მისრ წარმოდგენილ საკრებულოს სიის პირველ ნომრებს შორის.
„ვინმეს მაინც გესწავლებინათ თქვენი უსახური მელიასთვის ვინაა მარიკა დარჩია. მისი თმის ღერადაც კი არ ღირხართ არცერთი. რას ელოდებოდით, რომ მარიკა თქვენს ჩაფიქრებულ სპექტაკლში მიიღებდა მონაწილეობას და საგამოცდო ბილეთების საკითხებივით უპასუხებდა მელიას ტუტუცურ და უზრდელურ შეკითხვებს? სასაცილოდ სასოწარკვეთილმა მოლაყბემ თავისი ღრმა უკულტურობა, არაკაცობა და თავხედობა უკვე მერამდენედ დაგვანახა. ღმერთმა დაიფაროს ჩემი დედაქალაქი მისნაირი ხელმძღვანელებისგან.
ეს არაა წინასაარჩევნო პოსტი. ესაა ადამიანური რეაქცია იმ არაკაცობაზე და ნაძირლობაზე, რისი მომსწრენიც გაგვხადეს ცოტა ხნის წინ იმედის ეთერში. დანარჩენს, რასაც ხმამაღლა ვფიქრობ აქ უბრალოდ ვერ დავწერ, რადგანაც მაქვს თმენის ვალდებულება”, – წერს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, გუშინდელ დებატებში საკრებულოს არჩევნების სიის პირველ ნომრებს ნიკა მელიასა და მარიკა დარჩიას შორის საკმაოდ მწვავე კამათი გაიმართა, რომლის დროსაც ნიკა მელიამ დარჩიას არაკომპეტენტური უწოდა.