ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში სილამაზის სალონების ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონის ქურდობაში ეჭვმიტანილები დაკავებულია.

უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სამი სილამაზის სალონი 25 სექტემბერს, გვიან ღამით გაქურდეს.

იტვირთბა....