ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ Facebook-ი რუსეთში დაიბლოკება”

რუსეთის მასობრივი კომუნიკაციის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჟაროვი ამბობს, რომ  არ არის გამორიცხული, რუსეთში ახლო მომავალში Facebook-ი დაიბლოკოს, თუ კომპანია პირადი ინფორმაციის შენახვის კანონს არ შეასრულებს.

“კანონი არის ყველასთვის. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ Facebook-ი რუსეთში დაიბლოკება, ისევე, როგორც ეს Linkedin-ის შემთხვევაში”, – განაცხადა ჟაროვმა.

პორტალის კანონის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებზე შეგროვილი პირადი ინფორმაცია, უნდა რჩებოდეს ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, Twitter-ი უკვე დათანხმდა რუსეთისთვის მონაცემების მიწოდებას.

 

იტვირთბა....