ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა თელავში: ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი  პირი დაკავებულია. ის დანაშაულს აღიარებს.

მკვლელობა სოფელ კურდღელაურში, სასაფლაოზე გუშინ ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....